ონლაინ კონფერენცია „სამეცნიერო იდეიდან ინდუსტრიალიზაციისკენ”

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა დისტანციური კონფერენცია „სამეცნიერო იდეიდან ინდუსტრიალიზაციისკენ: გამოყენებითი კვლევების განვითარების ტრაექტორია საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის ლანდშაფტში“, რომლის ფარგლებშიც შედგა ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის CARYS-ის ფარგლებში დაფინანსებული 10 პროექტის პრეზენტაცია.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ. მან ისაუბრა გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლების, მეცნიერებასა და მეწარმეობას შორის კავშირის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე.
სამთო ინსტიტუტი კონფერენციაზე წარდგა 2 პროექტის პრეზენტაციით:
- CARYS-19-2329 "ბუნებრივი პიგმენტების მიღების ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიის შემუშავება ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე და შედეგების კომერციალიზაცია" - პროექტის ხელმძღვანელი ნ.ჩიხრაძე (2020 - 2021); მომხსენებელი ო.კავთელაშვილი
- CARYS-19-668 "სამთო მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების კომპლექსური კვლევა და მათი ათვისების ტექნოლოგიის დამუშავება" - პროექტის ხელმძღვანელი ნ.ბოჭორიშვილი (2020-2021); მომხსენებელი ნ. ბოჭორიშვილი.