კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
კონკურსი 1:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიაში ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრში ტოპოგრაფის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2020 წლის 31 იანვარს და მთავრდება 2020 წლის 16 თებერვალს.
კონკურსი 2:
- აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიაში მეცნიერი თანამშრომელის ორ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2020 წლის 02 მარტს და მთავრდება 2020 წლის 15 მარტს.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
31-01-2020