კონკურსი

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

  1. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების ცენტრის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიაში ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
  2. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიაში ლაბორანტის ორ საშტატო ერთეულზე;
  3. აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიაში ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
  4. აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების აფეთქებისგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორიაში ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
  5. საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრში ტოპოგრაფის ერთ საშტატო ერთეულზე;
  6. საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის ქანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
  7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში შტატგარეშე დამლაგებლის ერთ საშტატო ერთეულზე.

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2019 წლის 08 ნოემბერს და მთავრდება 2019 წლის 17 ნოემბერს.

 

დეტალები იხილეთ ბმულში  

განცხადების ფორმა  

8-11-2019