მე-5 საიუბილეო დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მსოფლიო მულტიდისციპლინური სიმპოზიუმი "WMESS 2019"

2019 წლის 8-13 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა მე-5 საიუბილეო დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მსოფლიო მულტიდისციპლინური სიმპოზიუმი.
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მეცნიერმა მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავდა საინჟინრო გეოლოგიის, საბადოთა დამუშავების, გეოდეეზიის, გეოფიზიკის, სეისმოლოგიის, აფეთქების ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან დაკავშირებულ სხვა თანამედროვე პრობლემებს.
გაიმართა შეხვედრა ინსტიტუტის დირექტორსა და სიმპოზიუმის ხელმძღვანელობას შორის სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის შედეგადაც მომავალი წლიდან გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და სასწავლო უნივერსიტეტებთან ერთად გახდება სიმპოზიუმის ოფიციალური პარტნიორი.
სიმპოზიუმის ფარგლებში უკვე მეხუთედ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა სესიას - „აფეთქება და ახალი ტექნოლოგიები“ რომელსაც ხელმძღვანელობდა საორგანიზაციო კომიტეტის წევრი პროფ. ნ. ჩიხრაძე. სესიაზე ინსტიტუტში მიმდინარე საგრანტოს და საბიუჯეტო თემატიკების შესაბამისად ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ წარდგენილ იქნა სასტენდო და პლენარული მოხსენებები:
- PRODUCTION OF CORROSION-RESISTANT POLYMER CONCRETE REINFORCED WITH VARIOUS FIBERS - Speaker: Nikoloz Chikhradze;
- SYNTHESIS OF ULTRAFINE Fe-W-Al-Ti-Ni–C-B POWDERS BY MECHANICAL ALLOYING - Speaker: Mikheil Chikhradze;
- USAGE OF COLLOIDAL GUNPOWDER RELEASED FROM UTILIZED AMMUNITION IN THE MINING INDUSTRY - Speaker: Davit Khomeriki;
- MITIGATION EFFECTS OF A WATER BARRIER ON DYNAMIC LOADS ON THE HUMAN BODY AT EXPLOSIONS IN TUNNELS - Speaker: Nika Bochorishvili;
- EXPLOSION SUPPRESSION IN LIMITED SPACES – Speaker: Irakli Akhvledian