სპეციალიზებული სწავლება თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის

.
ავსტრიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და პრაქტიკული დახმარებით, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სსსტც „დელტას“ წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა 2-კვირიანი სპეციალიზებული კურსი, რომელიც დენთების სტაბილურობის დადგენის მეთოდების შესწავლას ისახავდა მიზნად. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს სამთო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმაც: დ.ხომერიკმა, ა.შეყილაძემ, მ.ნადირაშვილმა, ი.ახვლედიანმა, ე.გვაზავამ, თ.იაშვილმა, ს.კვინიკაძემ. მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
.
16-09-2019