მე-19 მულტიდისციპლინარული კონფერენცია დედამიწის და პლანეტარულ მეცნიერებებში

.
ბულგარეთის ქ.ვარნაში (ალბენა) 2019 წლის 29.06-06.07-ში ჩატარდა „მე-19 მულტიდისციპლინური კონფერენცია დედამიწის და პლანეტარულ მეცნიერებებში“. კონფერენციას სამეცნიერო თავმჯდომარის სტატუსით ესწრებოდა ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი, დოქტორი ნ.ჩიხრაძე. მის მიერ სხდომაზე გაკეთდა „მიწვეული“ თემატური მოხსენება: „გეოდინამიკური პროცესები: ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედება და რეაბილიტაციის გამოწვევები“. ბატონმა ნ.ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო მომხსენებელთა პრეზენტაციების შეფასებებში. მის მიერვე, სერთიფიკატების გადაცემის და გამარჯვებულთა პრიზებით დაჯილდოების ცერემონიალზე განხორციელდა მომხსენებელთა პრიზებით დაჯილდოება.
ბატონმა ნ.ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის მუშაობაში, სადაც მისი ინიციატივით მოხდა პერიოდული ჟურნალის „დედამიწისა და პლანეტარული მეცნიერებების საერთაშორისო ჟურნალი“-ს დაფუძნება. ასევე ხელმძღვანელობდა სესიას: „დაბინძურება და კლიმატის ცვლილება“.
სესიაზე „მწვანე ტექნოლოგიები და მასალები“ გააკეთა მოხსენება თემაზე: „დარტყმით დატვირთული ცილინდრული ნიმუშების ანალიზური და რიცხვითი მეთოდებით კვლევა“.