სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა მიიღო უმაღლესი შეფასება

.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეფასდა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების 2018 წლის სამეცნიერო საქმიანობა. სულ შეფასდა 8 სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მათთან შეერთებული 48 სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების, აგრეთვე 12 დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულების 364 პროექტი. უმაღლესი შეფასება მიიღო 143–მა, მათ შორის სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა.
ანგარიშები შეაფასა 153–მა ექსპერტმა, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 57–მა წევრმა.
.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილება #44
20-06-2019