მილოცვა
სამთო ინსტიტუტის აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების უფროსს, ფეთქებადი მასალების კვლევისა და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის გამგეს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ბატონ სერგო ხომერიკს შეუსრულდა დაბადებიდან 70 წელი. ინსტიტუტის დირექციისა და მეცნიერ თანამშრომლების სახელით, ვულოცავთ ბატონ სერგოს საიუბილეო თარიღს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ხანგრძლივ, ნაყოფიერ და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას.
10-04-2019