სემინარი თემაზე: “ქიმიური იარაღი, მისი აკრძალვის ორგანიზაცია და „კონვენცია ქიმიური იარაღის შესახებ“

nnnn
2018 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილების თანამშრომლის, ელენე გვაზავას, სემინარი თემაზე: “ქიმიური იარაღი, მისი აკრძალვის ორგანიზაცია და „კონვენცია ქიმიური იარაღის შესახებ“.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) ყოველწლიურად აწყობს ასოცირებულ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქიმიური იარაღის კონვენციის წევრ ქვეყნებს. ელენემ პროგრამის ფარგლებში (2018 წლის 3 აგვისტო- 5 ოქტომბერი) წარმოადგინა ჩვენი ინსტიტუტი და ჩვენი ქვეყანა.
2018 წლის ასოცირებული პროგრამა მოიცავდა სწავლების რამდენიმე სეგმენტს სამი სხვადასხვა ქვეყნის ფარგლებში (ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია):
- გაცნობითი და შუალედური სეგმენტი
- სურეის უნივერსიტეტის სეგმენტი (Surrey, UK)
- ინდუსტრიული სეგმენტი
- ფინალური სეგმენტი
პროგრამის დასასრულისათვის ყოველი ორი მონაწილის მიერ მენტორების ხელმძღვანელობით დაიწერა კვლევითი და ინდუსტრიული პროექტები, რომლებიც წარდგენილ იქნა პროგრამის ოფიციალურ დახურვის ცერემონიაზე.