მე-5 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია "სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები"

2018 წლის 14 დეკემბერს, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში გაიმართა მე-5 ყოველწლიური ღია სამეცნიერო კონფერენცია „სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები“.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ.
კონფერენციის გახსნით ნაწილში მოხსენებებით გამოვიდნენ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან მოწვეული სტუმრები: სსიპ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ წუწუნავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეომეცნიერებებისა და საინჟინრო დეპარტამენტის დირექტორი, აკადემიური დოქტორი არჩილ მაღალაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე.
კონფერენციის I სესიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პროფესორი ლევან ჯაფარიძე და პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, მოისმინეს 9 მოხსენება. მე-2 სესიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პროფესორი არჩილ მაღალაშვილი და აკადემიური დოქტორი სერგო ხომერიკი, ასევე მოისმინეს 9 მოხსენება. ზეპირი მოხსენებების გარდა კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პოსტერები.
კონფერენციის პროგრამა და თეზისები