მილოცვა
ნიკოლოზ ჩიხრაძე
NIKOLOZ CHIKHRADZE
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის კოლექტივი ულოცავს ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, აშშ-ის “მინერალების, მეტალებისა და მასალების საერთაშორისო საზოგადოების არჩეულ წევრს, ამავე საზოგადოების სამეცნიერო პროგრამების კომიტეტის წევრს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტს, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, კონგრესისა და სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის წევრსა და თანათავმჯდომარეს, ევროპის სამეცნიერო პროგრამის “ჰორიზონტი-2020”-ის ეროვნულ საკონტაქტო პირს ნანოტექნოლოგიებისა და მასალების მიმართულებით, ამფეთქებელ ინჟინერთა ევროპის ფედერაციის წევრს ნიკოლოზ ჩიხრაძეს დაბადების 60 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 35 წლისთავს და უსურვებს მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და დიდ შემოქმედებით წარმატებებს.