პროფესორ ლეონ მახარაძისა და დოქტორ ედგარ მატარაძის იუბილე

სამთო ინსტიტუტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ბატონებს ლეონ მახარაძესა და ედგარ მატარაძეს შეუსრულდათ 80 წელი. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინსტიტუტში ჩატარდა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე ისაუბრეს პროფესორ ლ.მახარაძისა და მეცნიერებათა დოქტორ ე.მატარაძის სამეცნიერო მოღვაწეობასა და დამსახურებებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. იყო თბილი მილოცვები და საჩუქრები. შეხვედრა დამთავრდა ფურშეტით.
20-09-2018