პროფესორ იურგენ კრეჩმანის საჯარო ლექცია

2026 წლის 28 ოქტომბერს 11:00 საათზე სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში გაიმართა პროფესორ იურგენ კრეჩმანის საჯარო ლექცია თემაზე: 

„Post-Mining - an overview“.

ლექციაზე განხილული იყო სამთო-მოპოვებითი საქმიანობის დასრულების შემდგომი პერიოდის მართვის საკითხები, მაღაროების ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია, ტერიტორიების რეკულტივაცია და მდგრადი განვითარების სფეროში არსებული თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა.

ლექციის დასრულების შემდეგ ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ, გადასცა პროფესორ იურგენ კრეჩმანს სამეცნიერო საბჭოს საპატიო წევრის სერტიფიკატი.

29-10-2026