გილოცავთ საპატიო მოქალაქის ჯილდოს მინიჭებას
.
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის თანამშრომლები გულითადად ვულოცავთ ბატონ ლევან ჯაფარიძეს საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებას!
2026 წლის 4 ოქტომბერს, „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიებაზე, თბილისის მერიამ საპატიო თბილისელის წოდებით 32 გამორჩეული მოქალაქე დააჯილდოვა, მათ შორის სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ლევან ჯაფარიძე.
საპატიო ჯილდო ბატონ ლევან ჯაფარიძეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
ეს მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბატონი ლევან ჯაფარიძის მრავალწლიან, ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მის განსაკუთრებულ წვლილს ქართული მეცნიერებისა და სამთო დარგის განვითარებაში.
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის თანამშრომლები
.

