გილოცავთ იუბილეს


ელგუჯა მეძმარიაშვილი

 80  წლის იუბილარია



პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი,

საქართველოში კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო-საინჟინრო სამეცნიერო, ტექნოლოგიური და აკადემიური დარგების დამაარსებელი

 

 

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,
  • გენერალ-მაიორი,
  • სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი,
  • ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
  • სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი,
  • საქართველოს, სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფო და საუწყებო ორდენებისა და მედლების, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი სამხედრო ჯილდოს, ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენის კავალერი,
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი,
  • ქ. მცხეთის, ბათუმისა და თბილისის საპატიო მოქალაქე.


  • მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულებისა და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორ-მირებადი საინჟინრო სისტემების თეორია: საქართველოს ტერიტორიის თავდაცვის-თვის საინჟინრო მომზადება; საბრძოლო მოქმედებების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა და სამხედრო თეორია.
  • ადრეულ ეტაპზე „საიდუმლო“, „სრულიად საიდუმლო“ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ სამთავრობო დადგენილებებით, გადაწყვეტილებებით და ბრძანებებით ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმოსური და მიწისზედა ავტონომიური კომპლექსები, რომლებიც აგებული იყო დიდი ზომის გასაშლელი რეფლექტორული ანტენების ბაზაზე. ელგუჯა მეძმარიაშვილი ასევე უშუალოდ მონაწილეობდა „ღია ლიტერატურაში“ გამოქვეყნებულ კოსმოსურ პროგრამებში. მათ შორის: ორი, შეწყვილებული, წრიული გასაშლელი კონსტრუქცია „კრაბის“ შექმნაში, რომელიც განხორციელდა 1989 წელს კოსმოსურ ხომალდ „პროგრეს 40-ზე“ და 14,5-მეტრიანი ასაწყობი კონსტრუქციის საბაზო ნაწილის შექმნაში, რომელიც ორბიტულ სადგურ „მირზე“ აიგო 1991 წ.
  • შემდგომ ეტაპზე მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით 1995-2025 წლებში, კომპანიების და ორგანიზაციებისათვის შესრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამუშაოები: „Daimler Bens Aerospace” - გერმანია, “Alenia Aerospazio” - იტალია,“მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი’’, ევროპული კოსმოსური სააგენტო - ESA და „EOS Data Analytics” - აშშ კონტრაქტებით.
  • ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში უმნიშვნელოვანესია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“, რომელიც ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე 1999 წ. 23-28 ივლისს წარმატებით გაიშალა, გამოიცადა და შემდეგ მოძრაობა გააგრძელა დამოუკიდებელ, დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე.
  • საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისი, როგორც საქართველოს ისტორიაში ეროვნული ღირსების აღმნიშვნელი, დაწესდა “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ”.

 

 

 

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

საქართველოსა სამთო საზოგადოება

საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია

„სამთო ჟურნალი“-ს სარედაქციო კოლეგია

17-08-2026