საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება „შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა და დაბინძურების თანამედროვე გამოწვევები”
.
📅 თარიღი: 18 ივნისი, 2027 წელი
📍 ადგილი: თბილისი, საქართველო / Zoom პლატფორმა
🌐 ფორმატი: საერთაშორისო, ჰიბრიდული
🗣️ სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
🏢 ორგანიზატორი: სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
ღონისძიების შესახებ
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის BS-25-292 – „საქართველოს მდინარეებით შავ ზღვაში სამთო-მეტალურგიული წარმოებით წარმოქმნილი ნანონაწილაკების მიგრაციის კვლევა, რისკების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება“ – ფარგლებში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მეცნიერები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, ახალგაზრდა მკვლევრები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, სამთო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ძირითადი თემატური მიმართულებები:
- საქართველოს მდინარეების როლი შავი ზღვის დაბინძურების პროცესებში;
- თანამედროვე ანალიტიკური მეთოდები და მონიტორინგის ტექნოლოგიები;
- გარემოსდაცვითი რისკების შეფასება და მართვა;
- შავი ზღვის ეკოსისტემების დაცვა და მდგრადი განვითარება;
- რეკომენდაციები პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი მართვის გაუმჯობესებისთვის.
⏳ მნიშვნელოვანი თარიღები:
- 2027 წლის 1 თებერვალი – აბსტრაქტების მიღების დაწყება
- 2027 წლის 25 აპრილი – აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა
- 2027 წლის 18 ივნისი – ღონისძიების ჩატარება
📑 მოთხოვნები აბსტრაქტის მიმართ:
- ენა: ქართული და ინგლისური.
- მოცულობა: 500–600 სიტყვა.
- სტრუქტურა:
- სათაური;
- ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი;
- აფილირება (დაწესებულება) და ელფოსტის მისამართი;
- კვლევის მიზანი და გამოყენებული მეთოდოლოგია;
- ძირითადი შედეგები და დასკვნები;
- საკვანძო სიტყვები (მაქსიმუმ 5).
📌 შენიშვნა: აბსტრაქტები გთხოვთ გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
📞 საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ასმათ შეყილაძე
📱 ტელეფონი: 599 70 84 28
📧 ელ-ფოსტა: аsmatishekiladze@yahoo.com

