კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების უფროსი, ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბადოთა დამუშავების და გეოტექნიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელის - მთავარი ტექნოლოგი (ერთი საშტატო ერთეული);
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
ბ) მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების ცენტრის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (არასრული საშტატო ერთეული).
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 02 მარტს და დამთავრდება 2026 წლის 10 მარტს.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი, კონკურსის დებულება და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.
30-01-2026

