კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური არასამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის:
ა) ინჟინრის ერთ საშტატო ერთეულზე;
ბ) ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის:
ა) ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
ბ) ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის ინჟინრის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო-ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების ცენტრის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის:
ა) კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის ერთ საშტატო ერთეულზე;
ბ) სანტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
გ) მუშის ერთ საშტატო ერთეულზე
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2025 წლის 28 ოქტომბერს და დამთავრდება 2025 წლის 05 ნოემბერს.
კონკურსის პირობების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
28-10-2025

