კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2025 წლის 08 ნოემბერს და მთავრდება 2025 წლის 18 ნოემბერს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.

