კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ორი საშტატო ერთეული);
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული).
კონკურსი გამოცხადდა 2025 წლის 5 ივლისს.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2025 წლის 5 აგვისტოს და მთავრდება 2025 წლის 14 აგვისტოს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსის პირობების სრული ტექსტი, ბრძანება და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
5-07-2025