კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური არასამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის: ა) ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე; ბ) ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე.
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ინჟინრის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის უფროსის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის უფროსის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დარაჯის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2025 წლის 12 ივნისს და მთავრდება 2025 წლის 24 ივნისს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსის პირობების სრული ტექსტი, დებულება და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
13-06-2025