კონკურსი
.
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბადოთა დამუშავების და სამთო გეოტექნიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ორი საშტატო ერთეული);
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (არასრული საშტატო ერთეული).
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2025 წლის 27 მაისს და მთავრდება 2025 წლის 06 ივნისს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსის პირობების სრული ტექსტი, დებულება და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
21-05-2025