კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ორი საშტატო ერთეული);
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული).
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2025 წლის 24 თებერვალს და დამთავრდება 2025 წლის 03 მარტს.
ბრძანება, განცხადების სრული ტექსტი, კონკურსის დებულება და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
26-01-2025