კონკურსი

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური არასამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  1. იურისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
  2. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
  3. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
  4. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის:
  • ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
  • ლაბორანტის ორ საშტატო ერთეულზე.
  1. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის:
  • კონსტრუქტორის  არასრულ საშტატო ერთეულზე;
  • არქიტექტორის ერთ  საშტატო ერთეულზე;
  • ხარჯთაღმრიცხველის არასრულ საშტატო ერთეულზე;
  • სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე. 
  1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის:
  • დირექტორის თანაშემწის ერთ საშტატო ერთეულზე;
  • კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის ერთ საშტატო ერთეულზე;
  • სანტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
  • დარაჯის ერთ საშტატო ერთეულზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2024 წლის 24 მაისს და მთავრდება 2024 წლის 04 ივლისს.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტ და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.

24-05-2024