კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2024 წლის 6 აპრილს და მთავრდება 2024 წლის 15 აპრილს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.
14-03-2024