კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური არასამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის ინჟინერის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის ერთ საშტატო ერთეულზე.
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის ერთ საშტატო ერთეულზე.
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სანტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2023 წლის 11 ოქტომბერს და მთავრდება 2023 წლის 18 ოქტომბერს.
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2023 წლის 11 ნოემბერს და მთავრდება 2023 წლის 19 ნოემბერს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.