კონკურსი

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური არასამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო - ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
  2. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ბურღვის ოსტატის დამხმარის ერთ საშტატო ერთეულზე;
  3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის ერთ საშტატო ერთეულზე;
  4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ზეინკალის ერთ საშტატო ერთეულზე;
  5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მუშის ერთ საშტატო ერთეულზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2023 წლის 29 აგვისტოს და მთავრდება 2023 წლის 05 სექტემბერს.

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე;
  2. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2023 წლის 29 სექტემბერს და მთავრდება 2023 წლის 08 ოქტომბერს.

მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა (1), (2), (3) თანდართულ დოკუმენტში.

1-09-2023