გამოცხადდა 2022 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

2022 წლის 20 დეკემბერს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2022 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები. დასაფინანსებლად შეირჩა 26 პროექტი, მათ შორის სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის პროექტი #AR-22-1445 „მაღალი მექანიკური მახასიათებლების მქონე, მულტიფუნქციური მეტალპოლიმერული ლამინატის დამზადება და ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა" (პროექტის ხელმძღვანელი დ-რ გიორგი ბალიაშვილი).

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე  

20-12-2022