გამოცხადდა 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები
2022 წლის 16 დეკემბერს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები. დასაფინანსებლად შეირჩა 33 პროექტი, მათ შორის სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერის მამუკა ბაღნაშვილის პროექტი YS-22-221 "ძვირფასი ლითონების მაღალხარისხიანი კონცენტრატის მიღება გამდიდრების ფლოტაციური მეთოდით" (მენტორი დ-რ ასმათ შეყილაძე).
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე
18-12-2022