სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია "მომავალი თაობის კურსი მეცნიერებისაკენ"

.

13 დეკემბერს, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო პროექტის ფარგლებში (#SPG-22-219), ჩატარდა სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია "მომავალი თაობის კურსი მეცნიერებისაკენ". მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (კახეთი, აჭარა, ქვემო-ქართლი, შიდა-ქართლი, სამეგრელო) 20 მოსწავლე. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა აბსტრაქტების კრებულის სახით და ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ჩვენს ვებ-გვერდზე.

 

კონფერენცია წარმოადგენს, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერების (სოფიკო კვინიკაძე, თამარ იაშვილი და დავით წვერავა) ჯგუფურ საგრანტო პროექტს, რომელიც ოთხ აქტივობას მოიცავდა - ლექციების კურსი, მასტერკლასები, ტური სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე და საბავშვო კონფერენცია. პროექტი სრულად გაიარა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, ჯამში 28 მოსწავლემ. მათ გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
 
კონფერენცია ჩატარდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. 
14-12-2022