კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ არასამეცნიერო და სამეცნიერო თანამდებობაზე:
- ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო - ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის ორ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის კონსტრუქტორის ერთ არასრულ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის ხარჯთაღმრიცხველის ერთ არასრულ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ზეინკალის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2022 წლის 18 აგვისტოს და მთავრდება 2022 წლის 28 აგვისტოს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.
18-08-2022