კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ არასამეცნიერო და სამეცნიერო თანამდებობაზე:
კონკურსი 1:
- დირექტორის მრჩეველი - საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან საკონტაქტო პირის ერთ არასრულ საშტატო ერთეულზე;
- ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო - ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფის საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო - ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის ორ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო - ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფის ელექტროშემდუღებლის ერთ არასრულ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის კონსტრუქტორის ერთ არასრულ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფის ხარჯთაღმრიცხველის ერთ არასრულ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ბურღვის ოსტატის დამხმარის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ზეინკალის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მუშის ერთ საშტატო ერთეულზე;
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2022 წლის 08 აგვისტოს და მთავრდება 2022 წლის 14 აგვისტოს.
კონკურსი 2:
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების უფროსი, ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების, ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2022 წლის 08 სექტემბერს და მთავრდება 2022 წლის 18 სექტემბერს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.
8-08-2022