გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსი

.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსი

კონკურსის სახელწოდება

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა AR

კონკურსის მიზანი

შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს: ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით.  კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი:     ინსტიტუციური


კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი 3 ტიპის გამოყენებითი კვლევები:

ა) კონცეფციის დამტკიცება − მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციის (გამოცდის) გზით;

ბ) პილოტირება -  მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ/ ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის/ტესტირების გზით;

გ) დანერგვითი კვლევები - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო/ინდუსტრიულ გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 


3-08-2022