მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

.

ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა გაიმარჯვა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში" და მოიპოვა დაფინანსება. პროექტის, "მომავალი თაობის კურსი მეცნიერებისაკენ", მიზანია ქიმიისა და ფიზიკის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებში. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები - ლექციების კურსი, პრაქტიკული მასტერკლასები და ტური სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე. ასევე დაგეგმილია საბავშვო კონფერენცია, სადაც მოსწავლეები განიხილავენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს.


პროექტის პერსონალი დაკომპლექტებულია:

სოფიკო კვინიკაძე (ხელმძღვანელი),

თამარ იაშვილი (კოორდინატორი),

დავით წვერავა (ძირითადი შემსრულებელი). 


დეტალები იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე:


12-07-2022