2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები
.
2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 580 პროექტი, კონკურსიდან მოიხსნა 71 პროექტი.
ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 აპრილის №33 ბრძანების მე-12 დანართით დადგენილი წესის მიხედვით. დასაფინანსებლად შეირჩა 123 პროექტი, მათ შორის წარდგენილი გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ პროექტი FR-21-6556 "მაღალენტროპიული ნანოკომპოზიტების სინთეზი Fe-W-Al-Ti-Ni-C-B სისტემის მექანიკური ლეგირებით და ექსტრემალურ პირობებში აფეთქებით კომპაქტირებით" (სამეცნიერო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩიხრაძე).
31-01-2022