მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”

.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2021 წლის 28-29 ოქტომბერს, ონლაინ რეჟიმში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სამთო-გეოლოგიის დარგის მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.

კონფერენციის გენერალური სპონსორი იყო კომპანია „არემჯის“.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ბატონი ანდრო ასლანიშვილი, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნანა ზამთარაძე, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი თორნიკე ლიპარტია, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ წუწუნავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ლევან ჯაფარიძე, სტუ-ს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზურაბ კაკულია, თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ბეჟან თუთბერიძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი გელა მაჩაიძე.

კონფერენციაზე განიხილეს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების შედეგები, რაც მთლიანად უკავშირდება საქართველოში გეოლოგიის, როგორც დარგის განვითარება-გაძლიერებას. წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევები ეხმიანება, როგორც დარგში მოქმედი ბიზნეს-კომპანიების სამომავლო ინტერესებს, ასევე, მთლიანად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსაც. კონფერენციის მსვლელობისას ორგანიზაციების, მომხსენებლებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ შემუშავებულია რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული მრავალი პრობლემისა და საკითხის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული 44 მოხსენებიდან წარმოდგენილი იქნა 18 მოხსენება, შესრულდა 18 პოსტერი. გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო არ იქნა მოხსენებული 8 მოხსენება. გამორჩეული მოხსენების მასალები დაიბეჭდება „სამთო ჟურნალში“.

სამთო ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იყო 6 ზეპირი და 4 სასტენდო მოხსენება.

 

ზეპირი მოხსენებები:

  1. ნ. ჩიხრაძე, მ. ნადირაშვილი, თ. იაშვილი - ზოგიერთი ,,მოლეკულური ნაერთის’’ სინთეზი და გამოცდა აფეთქებაზე
  2. მ. ნადირაშვილი, თ. იაშვილი, ნ. აბესაძე, გ. თხელიძე - მეთილპიკრატისა და მისი ,,მოლეკულური ნაერთების’’ სინთეზი
  3. ა. ვანიშვილი, დ. წვერავა, ს. კვინიკაძე, ლ. კირთაძე, ს. სტერიაკოვა, გ. აბაშიძე- დარტყმამედეგი ორგანოპლასტიკის მისაღებად ჩატარებული ექსპერიმენტების წინასწარი შედეგები
  4. ლ. ჯაფარიძე, თ. გობეჯიშვილი - ცოცვად-პლასტიკური მეწყრული მოვლენების გეოტექნი-კური პრობლემები
  5. გ. ბალიაშვილი, ფ. ბეჟანოვი, ნ. სარჯველაძე, ლ. ტყემალაძე - ბეტონის სიმტკიცეზე წყალ/ ცემენტის ფაქტორის ზემოქმედების მექნიზმის მიმოხილვა.
  6. გ. ნოზაძე, ე. წოწერია, დ. პატარია, რ. მაისურაძე, ლ. ტავლალაშვილი, გ. ახვლედიანი, თ. კობიძე - საფეხმავლო დაკიდებული ხიდის მოდულური ასაწყობი კონსტრუქცია 

სასტენდო მოხსენებები:

  1. ი. ახვლედიანი - მიწისქვეშა ნაგებობებში შემთხვევითი აფეთქების იდენტიფიკაციის მეთოდების კვლევა 
  2. ე. ჩაგელიშვილი, ბ. გოდიბაძე, ა. დგებუაძე, მ. თუთბერიძე - მრავალკომპონენტიანი ფხვნილოვანი ნარევების აფეთქებით დაწნეხა 
  3. ა. შეყილაძე, ო. კავთელაშვილი, მ. ბაღნაშვილი, ი. სამხარაძე, დ. მშვილდაძე, ს. მაღლაკელიძე - ნაგომარი საბადოს ოქრის ტიპის პიგმენტური ნედლეულის კვლევა გამდიდრებადობაზე ფაბრიკატის მიღების მიზნით  
  4. ი. ვარშანიძე, ნ. ღუდუშაური - კვლევის მეთოდების სრულყოფა კომპიუტერული მათემატიკის სისტემების გამოყენებით 

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე 

კონფერენციის თეზისების კრებული იხილეთ ბმულზე 

31-10-2021