კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს ვაკანტურ თანამდებობებზე:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების ცენტრის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრში ტოპოგრაფის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შტატგარეშე დამლაგებლის ერთ ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2020 წლის 25 ივნისს და მთავრდება 2020 წლის 05 ივლისს.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.
26-06-2020