Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

 

 
 მთავარი გვერდი » არქივი – 2009

სიახლეები, მოვლენებიs, განცხადებების არქივი 2009

 23.12.2009

     სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში 2009 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა  სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც განხილული იყო სესფ–ის საგრანტო დაფინანსებით შესრულებული პროექტის (N184) „უჰალოგენო, არატოქსიკური, მინერალური კომპოზიციური ცეცხლმაქრი ფხვნილების შემუშავება“ – შედეგები.

ვრცლად>>>

 21.12.2009

     საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2010-2011 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

ვრცლად>>>

 24.11.2009

     აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ECI(ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების) პროექტის ფარგლებში გამოცხადდა განაცხადების მიღება გრანტების მოსაპოვებლად ენერგეტიკის სექტორის საგნრატო პროგრამის მეორე ტურისათვის. ECI-მ შეიმუშავა საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული საკითხები: იძულებით გადაადგილებულ და მიუვალ ადილებში  (მაგ. მაღალმთიან რეგიონებში) მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ენერგო ეფექტურობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და ენერგეტიკულ კომპანიებთან, რეგიონალური თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის (მზის და ქარის ენერგია) განვითარება, საქართველოს რეგიონების ენერგო უსაფრთხოების გაუმჯობესება:  www.aeai.ge

 16.11.2009

     მემორანდუმი საქართველოს სამთო ინსტიტუტსა და თეირანის უნივერსიტეტის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტებს შორის.

ვრცლად>>>

 15.09.2009

      2009 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (www.gnsf.ge) და უკრაინის მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრმა გამოაცხადეს მეოთხე ერთობლივ კონკურს “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების” პროგრამის ფარგლებში.

 04.09.2009

       სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა გამოაცხადა ღია კონკურსსამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად...

ვრცლად>>>

 31.07.2009

       სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა გამოაცხადა ღია კონკურსსამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად...

ვრცლად>>>  

 08.07.2009

      2009 წლის 7 ივლისს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტ ჩატარდა ღია კონკურს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად...

ვრცლად>>>  

 02.07.2009

      2009 წლის 1 ივლისს      საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (www.gnsf.ge) გამოაცხადა სამეცნიერო გრანტების კონკურსი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად.

 23.06.2009

      განცხადება

        სსიპ - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ გაზეთ «ახალი თაობის» 2009 წლის 30 მაისის N143-ში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის საბუთების მიღების ვადა გაგრძელებულია 2009 წლის 06 ივლისის 17 საათამდე.

 22.06.2009

  

2009 წლის 17–19 ივნისს დიდი ბრიტანეთის ქ. ნიუ-ფორესტში  ჩატარდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია "Materials Characterization 2009", რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამთო ინსტიტუტის თანამშრომელმა დ-რ ლალი ღურჭუმელიამ.

      მან წარადგინა მოხსენება "Investigation of performance properties of novel composite fire-extinguishing powders based on mineral raw materials".

 01.06.2009

      2009 წლის 1 ივნისს აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF), საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა (სესფ www.grdf.ge) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა (სსგფ) გამოაცხად ბიზნეს პარტნიორობის საგრანტო კონკურსი.    

 29.05.2009

     გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად...

ვრცლად>>>    

 13.03.2009

     2009 წლის 12 მარტს    საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი.
        დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ საიტზე: www.grdf.ge   

 11.03.2009

     ამერიკის ეროვნული უშიშროების სამინისტროს (Department of Homeland Security - DHS) სამეცნიერო-ტექნოლოგიური დირექტორატი ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით პროგრამას.
        დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ საიტზე: www.grdf.ge   

 26.02.2009

     განცხადება

    2009 წლის 16 მარტს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს ამფეთქებელთა ფედერაციის დამფუძნებელი კრება.

   აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებული არიან საამფეთქებლო საქმიანობით.

     შეხვედრა გაიმართება 15 საათზე გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში – მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. #7.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ./ფაქსი: 325990

ელ.ფოსტა: im_mes@mining.org.ge                     

 25.02.2009

     ყურადღება!

    გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა გამოაცხადა ღია კონკურსი წიაღისეულის გამდიდრების, მაღალტექნოლოგიური მასალებისა და სამთო ნარჩენების გადამუშავების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად...

ვრცლად>>>

 22.02.2009

     2009 წლის 14-19 თებერვალს ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო “მინერალების, მეტალებისა და მასალების 2009 წლის შემაჯამებელი კონფერენციისა და გამოფენის” მუშაობაში (სან ფრანცისკო, აშშ).

ვრცლად>>>

 05.02.2009

    2009 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა 2008 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის შედეგები.

სსიპ გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტში დაფინანსდა 4 პროექტი:

 1.  ბაგირგზებისა და სხვა ანალოგიური მეჩხერი ბაგირულ - ღეროვანი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და გაანგარიშების მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და გამოცდა.

2. მანგანუმის მადნის კუდების, შლამების გამდიდრებისას დამატებითი სიდიდეების გათვალისწინებით პროცესების კვლევა და კონტროლი. 

3. სამრეწველო აფეთქებების სეისმოუსაფრთხო პარამეტრების დადგენა და მათი გათვლის კომპიუტერული პროგრამის შემუშავება.

4. ქვანახშირის შახტებში მეთანის აფეთქებისას ხალხის დამცავი ავტომატური სისტემა. 

 30.01.2009

     შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (SNSF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) დაიწყეს პროგრამის “სამეცნიერო თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასა და შვეიცარიას შორის SCOPES 2009-2012” ახალი ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა კონკურსი 2008 წლის 15 დეკემბერს.
        კონკურსზე საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 15 აპრილი.

        დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ საიტზე:

http://www.snf.ch/E/international/abroad/scopes/Pages/default.aspx      


ყველა სიახლე   1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11


გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია