2009 წლის 14-19 თებერვალს
ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო
“მინერალების, მეტალებისა და მასალების 2009 წლის შემაჯამებელი
კონფერენციისა და გამოფენის” მუშაობაში.
კონფერენციის თემატიკა ფარავდა
მასასალთმცოდნეობისა და მყარი სხეულების ფიზიკის ყველა
თანამედროვე მიმართულებას. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა
დაახლოებით 2000 მეცნიერი აშშ-დან, კანადიდან, დიდი
ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან,
ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და სხვა.
კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება თემაზე: “დარტყმითი
ტალღებით Ti-Al
სისტემაში მიღებული ინტერმეტალიდების კვლევა”. მოხსენების
აბსტრაქტი დაბეჭდილია ღონისძიების კრებულში, ხოლო სრული ტექსტი
გამოქვეყნდა კონფერენციის ელექტრონულ რეფერირებულ კრებულში.
კონფერენციის
მსსვლელობისას ნიკოლოზ ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის
პროგრამების კომიტეტის სხდომის მუშაობაში. შედგა ხანგრძლივი
საუბარი პროფესორ ჰანი ჰენინთან (ალბერტას უნივერსიტეტი,
კანადა). გადაწყდა, რომ იგი მომავალი თანამშრომლობის დეტალების
დასაზუსტებლად და საქართველოში არსებული პოტენციალის გასაცნობად
ეწვევა თბილისს მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
კონფერენციაში ნ. ჩიხრაძის მონაწილეობა დაფინანსდა სესფ-ის
სამოგზაურო გრანტით. |