პროექტი G4595 „მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის
აფეთქებისაგან“ შერჩეულია ნატოს სამეცნიერო პროგრამის “მეცნიერება
მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ 2018 წლის საპარტნიორო პრიზების
ნომინანტთა სიაში.
პროგრამის ხელმძღვანელობის წერილში აღნიშნულია, რომ პროექტი შეირჩა
მისი სამეცნიერო-ტექნიკური ღირებულებისა და ნატოსთან სტრატეგიული
თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის გათვალისწინებით.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ქალბატონი რ.გოტემოელერი
საპარტნიორო პრიზებს გადასცემს პროგრამის “მეცნიერება მშვიდობისა
და უსაფრთხოებისათვის“ 60 წლისთავთან დაკავშირებულ სადღესასწაულო
ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება 2018 წლის 29 ნოემბერს ნატოს
სათავო ოფისში.
|