Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

     29.09.2017 |                    „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” საქართველოში

                       

      

       24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017”.

 28 სექტემბერს ფესტივალის პროგრამის ფარგლებში მოისმინეს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის განყოფილების გამგის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ლევან ჯაფარიძის მოხსენება: "ინოვაციური ტექნოლოგიები მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სფეროში", მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, აკადემიკოსის, გენერალ-მაიორის, პროფესორ ელგუჯა მეძმარიაშვილის მოხსენება: "ინოვაციური პროექტი ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფად ასაგები მრავალჯერადი გამოყენების მექანიზებული ხიდისა", ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორის, პროფესორ ნიკოლოზ ჩიხრაძის მოხსენება: "მიწისქვეშა სივრცეებში ხანძრის აფეთქების დეტექტირება და დაცვის ინოვაციური მეთოდები".

 



გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია