მინმდინარე
წლის 24-25 სექტემბერს სამთო ინსტიტუტში საქმიანი ვიზით იმყოფებოდა
აშშ-ის საზღვაო ძალების გლობალური სამეცნიერო კვლევების ლონდონის
ოფისის (ONRG) ასოცირებული დირექტორი, დოქტორი მიხეილ ჰარპერი.
ლაბორატორიებში გამართული საქმიანი შეხვედრებისას იგი გაეცნო
ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების თემატიკას. ბატონმა ჰარფერმა
სამეცნიერო ჯგუფებს გააცნო
ONRG - ის პრიორიტეტები
და
მოუწოდა მათ წარადგინონ საინტერესო იდეები სამეცნიერო განაცხადების
სახით ლონდონის ოფისში. 25 სექტემბერს ინსტიტუტის სამეცნიერო
სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო ხასიათია შეხვედრა,
რომელზედაც დოქტორმა ჰარფერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო
ONRG
-ის მიზნები, პრიორიტეტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე
მოწვეული მეცნიერები სხვა სამეცნიერო ორგანიზაციებიდან.
|