Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

   26.10.2015 |   საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“ (ICAMT2015)

   

    2015 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული აკადემიის დიდ დარბაზში გაიხსნა  საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“ (ICAMT2015) მიძღვნილი სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის  70–ე წლისთავს.

22 და  23  ოქტომბერს კონფერენციამ გააგრძელა მუშაობა სასტუმრო  „რედისონ ბლუ ივერია“.

       კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი.

        კონფერენციის თემატიკა:

.     1. ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობა, ტექნოლოგიები და ხელსაწყოები;

      1.1. ნახევარგამატრული მასალების მიღებისა და კვლევის მეთოდები;

      1.2. თერმოელექტრული მასალები, ბატარეები, გენერატორები;

      1.3. ოპტოელექტრონული გარდამქმნელები და ოპტოელექტრონული ხელსაწყოები;

        2. თანამედროვე კომპოზიციური მასალები

     2.1. თანამედროვე მეტალური, ოქსიდური და კერამიკული კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების შექმნის ტექნოლოგიები და კვლევის მეთოდები;

      2.2. ნანომასალები და რადიაციული ნანოტექნოლოგიები;

        3. ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები

 

        ინსტიტუტიდან წარდგენილ იქნა 2 მოხსენება:

 

1. ა. ფეიქრიშვილი. თხევად ფაზაში აფეთქებით ზეგამტარი  MgB2 კომპოზიციური მასალის მიღება.

 

2. ნ.ჩიხრაძე. მაღალი სიმკვრივის ნანოკომპოზიტების მიღება ფხვნილების ადიაბატური აფეთქებით.

 

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია