Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

     19.09.2016 |   კონკურს მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობების დასაკავებლად

           

საჯარო სამართლის იურიდიული პირი  გრიგოლ წულუკიძის

სამთო ინსტიტუტი

 

აცხადებს

 

ღია კონკურსს

 

აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობის დასაკავებლად

                                                                                       

კ ო ნ კ უ რ ს ი ს   პ ი რ ო ბ ე ბ ი

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:

1.   მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

2. ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

3.  კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;

4.  კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ან/და ატვირთონ PDF ფორმატში:

1. განცხადება (განცხადების ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე www.mining.org.ge);

2.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3.  ავტობიოგრაფია/CV;

4.  მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

5.  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

6.  ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს.

7.  ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

8.  ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;

9.  პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;

10. შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი).

  • საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში მისამართზე - ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. №7, ოთახი 216 ან ელექტრონულად ელ.ფოსტაზე tmi@mining.org.ge 2016 წლის 17 ოქტომბრის 10 საათიდან 26 ოქტომბრის 17 საათამდე.

  • კონკურსი გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი

გიორგი ქართველიშვილი

ტელეფონი 577 39 25 48

tmi@mining.org.ge (კონკურსები)

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია