-
აფეთქებით Cu-C და Cu-W მასალების მიღება (ავტორები:
ბაგრატ გოდიბაძე, ელგუჯა ჩაგელიშვილი, აკაკი
ფეიქრიშვილი, მერაბ წიკლაური და ავთანდილ დგებუაძე).
ნაშრომში შესწავლილია აფეთქების ტექნოლოგიის გამოყენებით
სპილენძისა და გრაფიტის სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობის
ნარევებისაგან ანტიფრიქციული მასალის მიღების
შესაძლებლობა.
აფეთქების ტექნოლოგიით ფხვნილების დაწნეხა უზრუნველყოფს უდეფექტო
ნამზადების მიღებას თეორიული სიმკვრივის მახლობლობაში. შესწავლილია
მიღებული ნიმუშების სტრუქტურა და ამასთანავე ამ სტრუქტურაზე
დეტონაციის ტალღის ფრონტის პარამეტრების გავლენა.
როგორც ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებენ, ერთ-ერთი
მნიშნვნელოვანი ტექნოლოგიური პარამეტრია დასაწნეხი ფხვნილის
საწყისი სიმკვრივე. დაბალი საწყისი სიმკვრივის შემთხვევაში,
დარტყმითი ტალღებით დაწნეხის შემდეგ ხდება კონტეინერის სწორი
გეომეტრიის დარღვევა, შეუძლებელი ხდება მაღალი სიმკვრივის
ნიმუშების მიღება. შეუძლებელი ხდება აგრეთვე უდეფექტო სტრუქტურის
ფორმირება (მრავლადაა ფორები, ბზარები და სიცარიელეები).
Cu–(10-30%)W
ფხვნილოვანი კაზმის ცხელ მდგომარეობაში აფეთქებით დაწნეხვის
ტექნოლოგიით მიღებულ იქნა ცილინდრული ფორმის ღეროები.
სხვადასხვა ტიპის საწყისი Cu–W კომპოზიციური მასალა დაიწნეხა
თეორიული სიმკვრივის მახლობლობაში 900ْ
C ტემპერატურაზე; დატვირთვის ინტენსიობით 10 გპა.
კვლევებით დადგინდა, რომ მაღალი ტემპერატურის (8000–ზემეტი)
და ორ საფეხურებიან
აფეთქებით
დაწნეხის კომბინაცია წარმატებული
აღმოჩნდა
Cu–W კომპოზიციური მასალის დაწნეხისათვის, რაც გამოიხატა
მიღებული ნამზადების
მაღალ სიმკვრივეში, ერთგვაროვნებაში და კარგ ელექტრონულ თვისებებში.
მიღებული ნიმუშების სტრუქტურა და თვისებები დამოკიდებულია
ვოლფრამის მარცვლების ზომაზე. დადგენილია, რომ საწყისი Cu-W
მსხვილმარცვლოვანი ვოლფრამი ნანოგანზომილების ვოლფრამთან შედარებით,
იძლევა განსხვავებულ შედეგს ვოლფრამის შემცველობის მიხედვით.
ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი
-
ნახშირის შახტებში მეთანის აფეთქების ჩამხშობი ახალი სისტემა
(ავტორები:
ნიკა
ბოორიშვილი, ნიკოლოზ ჩიხრაძე, ედგარ მატარაძე, ირაკლი
ახვლედიანი, მიხეილ ჩიხრაძე, თეოდორ კრაუტჰამერ).
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ნახშირის შახტებში ფატალური ავარიების
უმრავლესობას მეთანის ან ნახშირის მტვრის აფეთქება იწვევს.
შახტებში ამჟამად გამოყენებული აფეთქებისგან დამცავი სისტემები
არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.
ნაშრომში განხილულია ნახშირის შახტებში მეთანის აფეთქებისაგან
დაცვის მეთოდიკური ამოცანები და გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის
მიერ შემუშავებული ახალი ჩამხშობი სისტემის გამოცდის შედეგები.
დამცავი სისტემა შეიცავს: ა) აფეთქების იდენტიფიკაციის და სისტემის
გამაააქტიურებელ უსადენო მოწყობილობას, ბ) აფეთქების ენერგიის
აბსორბერს. დამცავი სისტემა აქტიურდება აფეთქების დეტექტორის მიერ
აღძრული სასტარტო სიგნალის მიღებისთანავე. გააქტიურების შემდეგ
სისტემა ქმნის დისპერგირებული წყლის დამცავ ბარიერს დარტყმითი
ტალღის ან ცეცხლის ალის გავრცელების ზონაში.
ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

-
ვადაგასული
საბრძოლო მასალების უტილიზირებისას გამონთავისუფლებული
დენთებისა და მყარი სარაკეტო საწვავების ბაზაზე სამრეწველო
ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება (დავით
ხომერიკი, სერგო ხომერიკი, რუდოლფ მიხელსონი, ნიკოლოზ ჩიხრაძე,
ავთანდილ ხვადაგიანი).
ყოფილი
საბჭოთა კავშირის ბევრ სახელმწიფოში, კერძოდ, საქართველოში,
სამხედრო ბაზებზე დაგროვილია დიდი რაოდენობით ვადაგასული საბრძოლო
მასალების უტილიზაციიადან დარჩენილი დენთები და მყარი სარაკეტო
საწვავი.
ამ დენთების და მყარი სარაკეტო საწვავის დაწვით ან აფეთქებით
განადგურება სპეციალურ პოლიგონებზე იწვევს გარემოსდაცვით
პრობლემებს და მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს.
წინამდებარე მოხსენებაში აღწერილია კვლევითი პროექტი, რომლის
მიზანია ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზაციის შედეგად
გამონთავისუფლებული დენთების გადამუშავება, რომელიც შემდგომში
შეიძლება გამოყენებული იყოს სამრეწველო ფეთქებად ნივთიერებად
ნედლეულის ღია წესით მოპოვებისათვის.
ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი
 |