2016 წლის 14-15 ოქტომბერს რუმინეთის ქალაქ
პეტროშანში გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური სიმპოზიუმი „UNIVERSITARIA
SIMPRO 2016” თემაზე „მდგრადი განვითარება ხარისხისა და
ინოვაციის მეშვეობით ინჟინერიასა და კვლევაში“, რომლის
მუშაობაში, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი,
პლენარული სხდომის წამყვანი მომხსენებელი და სამეცნიერო სექციის
„უსაფრთხოებისა და გარემოს მენეჯმენტის მიღწევები“
ხელმძღვანელი, მონაწილეობდა გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის
მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მოწვეული პროფესორი ომარ ლანჩავა. პლენარულ სხდომაზე გაკეთებული
მოხსენების თანაავტორები არიან პეტროშანის უნივერსიტეტის პროფესორი
ნიკოლაე ილიაში და სამთო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,
აკადემიური დოქტორი გიორგი ნოზაძე.
ომარ ლანჩავა პეტროშნში მივლინებული იყო
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო
დაფინანსებით.
ომარ ლანჩავამ სიმპოზიუმზე წარადგინა შემდეგი
მოხსენებები:
-
NUMERICAL MODELING OF FIRES FOR
ROAD TUNNELS WITH LONGITUDINAL VENTILATION SYSTEM
(თანაავტორები: ნ.ილიაშ, გ.ნოზაძე);
-
SOME PROBLEMS FOR ASSESSMENT OF
FIRE IN ROAD TUNNELS
(თანაავტორები: ნ.ილიაშ, გ.ნოზაძე);
-
SECURING FIRE SAFETY FOR
UNDERGROUND CONSTRUCTIONS
(თანაავტორები: გ.აბაშიძე, დ.წვერავა);
-
THE MAIN ASPECTS OF THE
DURABILITY INCREASE OF HYDRO-TRANSPORTATION PIPELINE SYSTEMS
PROVIDING EXPLOITATION RELIABILITY AND EFFICIENCY
(თანაავტორები: ლ.მახარაძე, ს.მ.რადუ და რ.ი.მორარუ).
|
ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში:
Quality-Access
to success
(ინდექსირებულია SCOPUS, EBSCO, CABELL’S და
PROQUEST მონაცემთა ბაზაში), Annals of the University of
PetrosaniSeries და Mining Revue Journal
(ინდექსირებულია
შემდეგ მონაცემთა ბაზაში: SCIPIO; RePEc; EconPapers; IDEAS;
D.O.A.J.; EBSCO Publishing Inc.; Cabell’s; IndexCopernicus
Journals Master List; ICAAP; SOCIONET; Genamics JournalSeek;
Electronic Journals Index (SJSU); Academic Journals Database;
EuroInternet (The World Wide Web Virtual Library for European
Integration); PROQUEST, CABELL’S). |