Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

     16.11.2015 |  მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი: სამხედრო მასალების სტრუქტურებთან

                                  ურთიერთქმედების ეფექტები“ (ISIEMS), ქ. დესტინი, ფლორიდა, აშშ

      

      2015 წლის 9-13 ნოემბერს ქ. დესტინში ფლორიდაში, აშშ-ის თავდაცვის უწყების, ბუნდესვერის და „ნატოს“ ეგიდით ჩატარდა „მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი: სამხედრო მასალების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების ეფექტები“. ღონიძიებაში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა მეცნიერმა და სამხედრო ინჟინერმა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან.

   კონფერენციის თემატიკა მოიცავდა საბრძოლო მასალების ზემოქმედების მიმართ დამცავი სტრუქტურების გაანგარიშების, დაპროექტების, გამოცდის, ექსპერტიზის და გამოყენების პრობლემებს.

 კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პლენარულ სხდომაზე მოხსენება გააკეთა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ. მოხსენების თემას წარმოადგენდა: „აფეთქების ეფექტის აქტიური ჩამხშობი სისტემის შემუშავება და გამოცდა“.

       სრული სტატია გამოქვეყნებულია ღონისძიების ელექტრონულ კრებულში.

    გაიმართა შეხვედრები და დისკუსიები აშშ-ის საჰაერო ჯარების სამეცნიერო ლაბორატორიის, აშშ-ის არმიის ლაბორატორიის, დულოტის ინსტიტუტის, ფლორიდის უნივერსიტეტის, გერმანიის ბუნდესვერის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერებთან, აგრეთვე ისრაელის, ჩეხეთის, სინგაპურის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ და დასახულ იქნა სხვადასხვა ფორმატში მომავალი  სამეცნიერო თანამშრომლობის გზები.

      

 


 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია