2015 წლის 11 დეკემბერს გრიგოლ წულუკიძის სამთო
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მე–2
ყოველწლიური ღია სამეცნიერო კონფერენცია: „სამთო საქმის და
გეოლოგიის აქტუალური პრობლემები“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ წულუკიძის
სამთო ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის
მეცნიერ თანამშრომლებმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა
სხვადასხვა თემატიკის 23 მოხსენება. სამთო ინსტიტუტის მეცნიერ
თანამშრომლებმა წარმოადგინეს 15 მოხსენება, მათ შორის 6 მოხსენება
წარმოდგენილ იქნა ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ.
კონფერენციის პროგრამა
|