Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

     14.11.2014 |  აკადემიკოს გრიგოლ წულუკიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

      საქართველოს სამთო საზოგადოება აცხადებს კონკურსს გამოჩენილი ქართველი სამთოელის – აკადემიკოს გრიგოლ წულუკიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად 2014 წელს.

       აკადემიკოს გ. წულუკიძის სახელობის პრემია მიენიჭება ბოლო სამ წელში შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო, პედაგოგიური ნაშრომის (ნაშრომთა ციკლის) ან საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტების ავტორს (ავტორთა ჯგუფს) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების და გადამუშავების დარგში.

          

       კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ მასალებს უნდა დაერთოს:

განცხადება საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

  • კონკურსზე წარმოდგენილი ნაშრომი (ორი ეგზემპლარი);

  • ავტორის (ავტორთა) მოკლე დახასიათება;

  • ორგანიზაციის ან ცალკეული სპეციალისტის წარდგინება, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ნაშრომის სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობა და წვლილი სამთო საქმის განვითარებაში;

  • ცნობა ნაშრომში ავტორის წვლილის შესახებ, დამოწმებული იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც შესრულდა სამუშაო;

  • მონაცემები ავტორის (ავტორთა) შესახებ (მუშაობის ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება და ხარისხი, ბინისა და სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომრები და ა.შ.).

       კონკურსში მონაწილეობისათვის მასალები წამოდგენილი უნდა იქნეს 2014 წლის არაუგვიანეს 20 დეკემბრისა. აღნიშნული თარიღის შემდეგ წარმოდგენილი მასალები კონკურსში არ დაიშვება.

კონკურსში გამარჯვებულ ავტორს (ავტორებს) გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, მედალიონი და ფულადი ჯილდო. ცნობა პრემიის მინიჭების შესახებ გამოქვეყნდება პრესაში.

       საკონკურსო მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ და ინახება საქართველოს სამთო საზოგადოების არქივში.

        

დამატებითი ცნობების მიღება შეიძლება საქართველოს სამთო საზოგადოებაში

(თბილისი, მ. კოსტავას 77, სტუ-ს III კორპუსი, ოთახი 226, ტელეფონი 236-50-47).