Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

     13.02.2017 |   კონკურს მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობების დასაკავებლად

           

საჯარო სამართლის იურიდიული პირი  გრიგოლ წულუკიძის

სამთო ინსტიტუტი

 

აცხადებს

 

ღია კონკურსს

 

შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

 

1.    მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავების და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილების კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიის

 

                                   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -  1 საშტატო ერთეული;

 

2.    აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის

 

                                   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;

 

3.    ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილების

 

                                   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.

                                                                                      

 

კ ო ნ კ უ რ ს ი ს   პ ი რ ო ბ ე ბ ი

 

კონკურსანტს უნდა გააჩნდეს:

1.   დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

2. სტრუქტურული ერთეულის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

3. მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;

4. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონი,  საქართველოს შრომის კოდექსი (ზოგადი ცოდნა), სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა (ზოგადი ცოდნა), უსაფრთხოების ტექნიკის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;

5.  კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, ასევე ინგლისურ ან რუსულ ენას;

6.  კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს და ინტერნეტს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ან/და ატვირთონ PDF ფორმატში:

1.  განცხადება (განცხადების ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე www.mining.org.ge  );

2.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3.  ავტობიოგრაფია/CV;

4.  დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

5.  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

6.  ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

7. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მისი სამეცნიერო საქმიანობის ხედვა;

8. ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

9. ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;

10. პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;

11. შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი).

 

-     საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში მისამართზე - ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. №7, ოთახი 220 ან ელექტრონულად ელ.ფოსტაზე tmi@mining.org.ge, 2017 წლის 11 მარტის 10 საათიდან 17 მარტის 17 საათამდე.

-  კონკურსი გაიმართება 2017 წლის 20 მარტიდან 24 მარტამდე პერიოდში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი

გიორგი ქართველიშვილი

ტელეფონი 577 39 25 48

tmi@mining.org.ge (კონკურსები)

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია